member

თენგიზ ტყეშელაშვილი

დამფუძნებელი

თენგიზ ტყეშელაშვილი ვენჩურული და კერძო კაპიტალის გამოცდილი ექსპერტია. იგი ფლობს 20 წლიან გამოცდილებას კორპორატიულ საბანკო სფეროში, კაპიტალური ბაზრების, საკონსულტაციო, მეწარმეობისა და ოჯახური საწარმოების მიმართულებით.

იგი 9 წლის განმავლობაშისხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა ქართულ ბანკებში, 8 წლის განმავლობაში კი მოღვაწეობდა სტარტაპებისა და ვენჩურული კაპიტალის მიმართულებით.

მის სახელს უკავშირდება საქართველოში პირველი კორპორატიული ობლიგაციების გამოშვება, არაერთი ინოვაციური პროდუქტის შექმნა სავალუტო და დერივატივების ბაზრისთვის, გაკოტრების პირას მყოფი მრავალი კომპანიის წარმატებული რეორგანიზაცია, მათ შორის,  ელექტროპროდუქტებით მოვაჭრე ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიისთვის Chapter 11 ტიპის უპირველესი რეკონსტრუქციის დანერგვა საქართველოში. ამასთანავე, მისი ინიციატივითა და თაოსნობით განხორციელდა უმსხვილესი უცხოური M&A ტრანზაქცია, რომელიც ქართული ბიზნესის 100 მლნ დოლარზე მეტად გაყიდვას მოიცავდა.

ვენჩურული კაპიტალისა და სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში, თენგიზ ტყეშელაშვილს დიდი წვლილი აქვს შეტანილი ევროპის, დიდი ბრიტანეთისა და შუა აღმოსავლეთის მრავალ პოტენციურად მომგებიან კომპანიაში ინვესტირებასა და მართვაში. იგი მართავდა 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ვენჩურული კაპიტალის პორტფოლიოს ყატარში, ხოლო 100 მლნ აშშ დოლარზე მეტიღირებულების გეიმინგისა და ტექ-ვენჩურების პორტფოლიოს გაერთიანებულ სამეფოში, ამჟამად კი SeedInvest-ის (ავსტრიაში უმსხვილესი და ევროპის ლიდერი ვენჩურული ფონდისა და ბიზნესების ადრეულ სტადიაზე დაფინანსების კომპანიის) ოპერაციებზეა პასუხისმგებელი შუა აღმოსავლეთის, აფრიკისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით.

თენგიზმა მაგისტრის ხარისხი მაკროეკონომიკის განხრით გერმანიაში, Mosbach-ის უნივერსიტეტში მიიღო, ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა კი INSEAD-ში (მსოფლიოს წამყვან ბიზნეს სკოლაში) გაიარა. ასევე არის CFA-ს ინსტიტუტის დიპლომირებული ფინანსური ანალიტიკოსი.