photo

GVCA-ს შესახებ

საქართველოს ვენჩურული კაპიტალის ასოციაცია (GVCA) დაარსდა 2017 წელს დამწყები (Start Up) და განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი ინოვაციური კომპანიების საქმიანობის ზრდის, ვენჩურული და კერძო კაპიტალის ფონდების დარგის განვითარების მიზნით. GVCA აქტიურად მონაწილეობს საქართველოში შესაბამისი რეგულაციებისა დაკანონმდებლობის შემუშავებისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების პროცესში. ასოციაცია მუდმივად მუშაობს პარტნიორებთან და ყველა მნიშვნელოვან ორგანიზაციასთან, რათა ხელი შეუწყოს კაპიტალის ბაზრების განვითარებას საქართველოში და უზრუნველყოს ინოვაციური პროექტების დაფინანსების სტიმულირება, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას. GVCA ქმნის ეფექტურ პლატფორმას ყველასთვის: ვენჩურული და კერძო კაპიტალის ფონდების კომპანიებისთვის, ინოვაციური კომპანიებისთვის და ინვესტორებისთვის. ასოციაცია ასევე წარმოადგენს მთავარ დამაკავშირებელ რგოლს ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებს შორის.