photo

ჩვენ გეხმარებით
ინვესტიციების მოზიდვაში

photo

ჩვენ გაკავშირებთ
ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებთან

photo

გთავაზობთ წვდომას
ბაზრის კვლევასა და ანალიტიკურ სერვისებზე

photo

დამაკავშირებელი რგოლი
ბიზნეს და სახელმწიფო სექტორს შორის

photo

ხელმისაწვდომობა
ინოვაციურ სტარტაპებზე

photo

ეფექტური პლატფორმა
თქვენი სტარტაპის განვითარებისთვის

pattern pattern photo

თავმჯდომარის მიმართვა

    განვითარებული ქვეყნების ეკონომიკაში საინვესტიციო ფონდები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ჩვენი ასოციაციის მიზანია ხელი შევუწყოთ ვენჩურული, ანგელოზი და კერძო კაპიტალის ფონდების საქმიანობას. იქნება ეს საკანონმდებლო, მარეგულირებელი გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებული ძალისხმევები, კავშირების დამყარება-განვითარება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ფონდებთან და ასოციაციებთან, ინოვაციური დამწყები კომპანიებისთვის მიმზიდველი გარემოს ჩამოყალიბებაში სახელმწიფო, თუ არა სამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

ამ დარგის განვითარება შეუძლებელია, თუკი ქვეყანაში არ არის კაპიტალური ბაზრები. ამ მიმართულებითაც ასოციაცია აპირებს მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატაროს ყველა დაინტერესებულ პარტნიორ ორგანიზაციებსა და ასოციაციებთან ერთად.

ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს როგორც რეგიონული საფინანსო-ბიზნეს ცენტრის როლის გააზრება,  რაც არამარტო ჩვენს დარგს არამედ მთელი ქვეყნის ეკონომიკას თვისობრივად სრულიად ახალი განვითარების სივრცეში გადაიყვანს. 

შ..... photo

სრულად

ჩვენი გუნდი

member
აიეტი კუკავა

დამფუძნებელი და თავჯდომარე

member
გოჩა ნიკოლაიშვილი

დამფუძნებელი

member
დავით ჩეჩელაშვილი

დამფუძნებელი

member
თენგიზ ტყეშელაშვილი

დამფუძნებელი

member
კონსტანტინე ჭანტურია

დამფუძნებელი

member
ნინო საღარეიშვილი

ვიცე თავმჯდომარე

member
მარიამ იაშაღაშვილი

ფინანსური დირექტორი

member
მარიკა ლომთაძე

მარკეტინგის ხელმძღვანელი

member
ირინა ონაშვილი

საზოგოდებასთან ურთიერთობის მენეჯერი

რატომ უნდა გაწევრიანდეთ GVCA-ში

icon

ხელმისაწვდომობა ინოვაციურ სტარტაპებზე

icon

დარგის ინტერესების ლობირება

icon

ბაზრის კვლევა და დაკვირვება

icon

ანალიტიკური სერვისებზე წვდომა

icon

კომუნიკაციის კლუბი

icon

ინვესტორებთან დაკავშირება

ხშირად დასმული კითხვები

რა არის ვენჩურული კაპიტალი ?

ვეჩურული კაპიტალის ეს არის კერძო ინვესტირების სახეობა, რომელიც ხორციელდება მაღალი ზრდის პოტენციალის მქონე პერსპექტიულ კომპანიებში.

ვენჩურული კაპიტალი - ტერმინი აღნიშნავს ინვესტორის მიერ გრძელვადიანი ინვესტიციის განხორციელებას პოტენციურად წარმატებულ სტარტაპში. ასეთია ტერმინის მოკლე და მშრალი განმარტება. რეალურად კი, ვენჩურული კაპიტალის კომპანიების მთავარ მიზანს არამხოლოდ განხორციელებული ინვესტიციის დროის მოცემულ მომენტში ამოგება, არამედ ინვესტირებული კომპანიის იდეის, კონცეფციისა და პროდუქტის/სერვისის განვითარება წარმოადგენს.

ვენჩურული კაპიტალის კომპანიების მთავარი მიზანი არის მიიღონ დიდი მოგება 5-10 წლიანი ინვესტირების გზით. ვენჩურულ ინვესტორთა მიზანი დამწყები, პერსპექტიული ახალგაზრდების აღმოჩენაა, მათ სტარტაპ კომპანიებში ფინანსების დაბანდება და გრძელვადიანი მოგების გათვლა.

რა როლი აქვს ქვეყნის ეკონომიკაში?

ვენჩურული კაპიტალის ცნების ამოსავალი წერტილი ახალგაზრდა, ინოვაციური, „მომავლის“ პროექტებია, რომელთაც შეუძლიათ არამხოლოდ მომგებიან ბიზნესებად ჩამოყალიბდნენ, არამედ განავითარონ და თავდაყირა დააყენონ დარგი, რომელშიც მოღვაწეობენ. ვენჩურული კაპიტალისტები აფინანსებენ ყველაზე ინოვაციურ მეწარმეებს და ეხმარებიან  მათ თავიანთი ინოვაციური იდეების სრულყოფაში, რომელიც დასაქმების და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის წინაპირობაა.

ვენჩურული კაპიტალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს უფრო ინოვაციური ეკონომიკის პოპულარიზაციის საქმეში, იგი უზრუნველყოფს მაღალ პოტენციურ რისკზე მომუშავე ბიზნესისთვის საჭირო საინვესტიციო და რესურსების უზრუნველყოფას. ვენჩურული კაპიტალის კომპანიების განვითარება, თავის მხრივ, უამრავი სფეროს წინსვლას გამოიწვევს - აუდიტორული, იურიდიული კომპანიები, საბანკო, თუ მომსახურების სფერო პროექტების დაწყებისთანავე ბევრად სწრაფად გაიზრდება, ასევე გაიზრდება მოთხოვნა, კონკურენცია.

ვენჩურული კაპიტალით პროექტების დაფინანსება არაერთი საწარმოს გაფართოებას გამოიწვევს, რაც დასაქმებულთა მაჩვენებლზე აისახება. შედეგად, მივიღებთ მომწოდებლებისა, თუ საშუამავლო მომსახურე რგოლის შემოსავლების ზრდას. გაიზრდება მოთხოვნა და შემოსავლები საბროკერო-საშუამავლო, აუდიტორული, იურიდიული, კვლევითი თუ სხვა დამხმარე კომპანიებისათვის. საბოლოო ჯამში კი განვითარებული კაპიტალის  ბაზრები ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანობის წარმოქმნას, ბიზნესის გამჭვირვალობას, სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას.

რა როლი აქვს გადასახადების კუთხით?

ბიუჯეტის შემოსავლები მეტწილად საგადასახადო შემოსავლებზეა დამოკიდებული . ვენჩურული კაპიტალით ხდება დაფინანსება ეკონომიკის ისეთი დარგების, რომელთა განვითარება ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას და მისთვის საერთაშორისო ეკონომიკაში სათანადო ადგილის დამკვიდრებას. მოცემულ დარგებში ბიზნესის გაძლიერებას ბუნებრივად მოყვება, როგორც დასაქმების, ასევე დასაბეგრი შემოსავლების ზრდა, რომლებსაც პირდაპირ ეფექტი აქვთ საბიუჯეტო შემოსავლების ზრდაზე.

რა როლი აქვს დასაქმებაში?

ვენჩურული და კერძო კაპიტალის ფონდებით დაფინანსებული კომპანიები  მნიშვნელოვან ზრდას განიცდიან, შესაბამისად იზრდება მოთხოვნა დასაქმებაზე, ამასთან ერთად იზრდება მოთხოვნა აუდიტორული, იურიდიული, საკონსულტაციო კომპანიების მომსახურებებზე. რითაც ამ ორგანიზაციების შემოსავლები იმატებს, იზრდება კვალიფიციური კადრებზე მოთხოვნა-დასაქმება.

რა როლი აქვს ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდაში?

ვენჩურული კაპიტალი უმეტესად აფინანსებს ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ საწარმოებს, როგორიცაა ბიოტექნოლოგია, ნანოტექნოლოგია, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ელექტრონიკა, რომლებიც აჩქარებენ  ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ხელს უწყობენ კონკურენტუნარიანობის ზრდას   საერთაშორისო ასპარეზზე.

VC მოქმედება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე გამოიხატება შემდეგში:

  • მშპ ზრდა;
  • მაღალი დონის პროდუქტიულობა;
  • ტექნოლოგიებზე დაფუძნებული იდუსტრიის განვითარება;
  • უმუშევრობის დაბალი მაჩვენებელი;
  • ქვეყნის/რეგიონის საერთაშორისო აღიარება;
  • მაღალი ცხოვრების სტანდარტები;
რა დარგების განვითარებას უწყობს ხელს?

საქართველოში ვენჩურული კაპიტალის განვითარება, პირდაპირპროპორციულია შემდეგი მიმართულებების განვითარებასთან ქვეყანაში:

  • პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა;
  • ქვეყნის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ზრდა;
  • ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროექტების განვითარება და ინოვაციური დარგების აღმოჩენა;
  • ცალკეული კომპანიების/ბიზნესის ადგილობრივი და საერთაშორისო შემოსავლების ზრდა;
  • ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა;
  • კვალიფიციურ კადრზე მოთხოვნის ზრდა;
  • ტექნოლოგიური პროგრესის ხელშეწყობა;
  • ქვეყნის მწარმოებლურობის ზრდა;
  • საშუალო ხელფასების მაჩვენებლის ზრდა.
რა არის ვენჩურული კაპიტალის ფონდი? ფონდის საქმიანობა და სარგებელი?

ვენჩურული კაპიტალის ფონდი არის ფონდის  კერძო და კორპორატიული ინვესტორების ინვესტიციების განმკარგველი და ამ ფონდის მიზანია ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ სტარტაპებში ინვესტირების განხორციელება, კერძოდ იმ კომპანიებში რომლებიც ხასიათდებიან მაღალი ზრდის პოტენციალით.

ფონდის მიზანია დაეხმაროს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს საინვესტიციო შესაძლებლობების აღმოჩენაში.  GVCA ქმნის ეფექტურ პლატფორმას ინვესტორებისთვის, ბიზნეს კომპანიებისთვის და ფიზიკური პირებისთვის რომელთაც აქვთ ინოვაციური იდეა, რათა განახორციელონ ინვესტირება ამა თუ იმ ბიზნეს პროექტში და/ან გაზარდონ არსებული კაპიტალი.

ვენჩურული კაპიტალის ფონდი საზოგადოებისთვის, მეწარმეებისთვის

  • ფიზიკური პირები რომლებსაც აქვთ პროექტი/იდეა და ამ იდეის გასახორციელებლად სჭირდებათ კაპიტალი, ფონდი მზად არის დაეხმაროს მათ აღნიშნული კაპიტალის მოძიებაში.

 ვენჩურული კაპიტალის ფონდი ბიზნესისთვის

  • კონკურენტული უპირატესობის ზრდა - ინოვაციურ და ტექნოლოგიურ სიახლეებსა და საინვესტიციო პროექტებზე წვდომა შესაძლებლობას მისცემს კომპანიებს პირველებმა განახორციელონ ინვესტიციები ინოვაციურ ბიზნესებში როგორც არსებულ ასევე მომიჯნავე და ახალ დარგებში.
  • კომპანიის ადგილობრივი და საერთაშორისო შემოსავლების ზრდა;
  • ვენჩურული კაპიტალის ფონდი დაეხმარება კომპანიებს დააფუძნონ და განავითარონ საკუთარი ფონდები

ვენჩურული კაპიტალის ფონდი ინვესტორებისთვის

  • ინვესტორებს შესაძლებლობა ექნებათ პირველებმა გაიგოთ ინოვაციური და ტექნოლოგიური იდეების შესახებ, დააფინანსონ იდეა და გახდნენ მომავალი წარმატებული ბიზნესის მფლობელები.

სიახლეები

newsphoto
საქართველოს ვენჩურული კაპიტალის ასოციაცია Wolves Summit-ის პარტნიორია

20 Jan 2020

newsphoto
Seedstars - სტარტაპების საერთაშორისო კონკურსი GVCA-ს ორგანიზებით ჩატარდა

01 Jul 2019

newsphoto
Unbound თბილისი - სტარტაპების საერთაშორისო კონკურსი GVCA ინიციატივით ჩატარდა

09 Aug 2019

წევრები და პარტნიორები